• https://charte.ge/

ავტორი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

mail: hrc@hrc.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტ/ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/06/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 234 -ჯერ

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტ/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: არასრული (80%)

ადამიანის უფლებათა იურისტ - ანალიტიკოსის საქმიანობის ძირითადი მოვალეობები იქნება:

** ორგანიზაციის მიერ გამოკვეთილი მნიშვნელოვანი უფლებადარღვევის ფაქტების, სისტემური ხარვეზებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
** მიმდინარე მოვლენების და კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტების რეაგირებისა და ადვოკატირების მიზნით განცხადებებისა და მიმართვების მომზადება;
** ორგანიზაციის გუნდთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივების, საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებაში მონაწილეობა და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით მუშაობა;
** კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
** ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
** პროგრამის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტ- ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
** მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა;
** შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: ანაზღაურება 1520 ლარი (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** რეზიუმე (СV);
** სამოტივაციო წერილი
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
** მომზადებული ნაშრომის (ანალიტიკური დოკუმენტი, ანგარიში, სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) ბმული ან ელექტრონული ვერსია (PDF) და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge და გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით მეორე ეტაპის გასავლელად.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა