• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ინსტა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/07/11
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 539 -ჯერ

“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 24 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH  (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას

ლოჯისტიკურ ცენტრსა და სასაწყობე ტერიტორიაზე გვესაჭიროება საწყობის თანამშრომელი

 

პოზიციის ზოგადი აღწერილობა:

კომპანიის პროდუქციის დასაწყობება, გადაადგილება, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, შეგროვება, ტვირთის სატრანსპორტო საშუალებაში განთავსება.

 

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის სტრუქტურის და მუშაობის პრინციპების ცოდნა;

** პროდუქციის მიღება-გაცემა, დახარისხება, დასაწყობება და სატრანსპორტო საშუალებაში განთავსება;

** პროდუქციის აღწერა-ინვენტარიზაცია;

** საჭიროების შემთხვევაში მძიმე ტექნიკა-დანადგარების გამოყენებით ტვირთის გადაადგილება;

** საწყობის დარბაზის მოწესრიგება: სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

** საშუალო განათლება;

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** გუნდურად მუშაობის უნარი;

** დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

რას გთავაზობთ?

** კორპორატიული დაზღვევა

** დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ა. ქართველიშვილის N 12

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა  2022 წლის 30 ივნისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა