• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პიცის მცხობელი/კონსულტანტი
დამსაქმებელი: დომინოს პიცა
ბოლო ვადა: 2022/06/16
ნანახია: 401 -ჯერ

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ოთხ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო საათები: სრული გრაფიკი (ექვსი სამუშაო დღე, ცვლიანობის განრიგი)
ანაზღაურება: 620 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
** პიცის აწყობა, მომზადება
** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული

ჩვენ გთავაზობთ:

** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურების ყოველწლიური ზრდა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული განვითარება და პოზიციური დაწინაურების პერსპექტივა.

გამოცდილება არ არის აუცილებელი, შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან საქმიანობას.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ ელფოსტაზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა