• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტვირთამწის მძღოლი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2022/06/05
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
მართვის მოწმობა

B კატეგორია

ნანახია: 453 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი"საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

 

 

კომპანია „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტვირთამწის მძღოლისპოზიციაზე.

 

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის #40

 

ფუნქციები:

** ტვირთამწის მართვა საქონლის დატვირთვის/ჩამოტვირთვის/გადაადგილების მიზნით;

** პალეტებზე განთავსებული საქონლის ჩამოტვირთვა სატვირთო ავტომანქანიდან და საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას განთავსება ტვირთამწის მეშვეობით;

** საწყობის ტერიტორიაზე საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და განსაზღვრულ ადგილზე განთავსება;

** ამგროვებელთა ჯფუფისთვის პროდუქციის მარაგების საჭიროებისამებრ შევსება, ინსტრუქციის შესაბამისად;

** ტვირთამწის ტექნიკური გამართულობის კონტროლი.

 

 

 

 

  მოთხოვნები:

 

** საშუალო ან ტექნიკური განათლება;

** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

 

        

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “ ტვირთამწის მძღოლი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა