საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი აცხადებს მოლარე-ოპერატორების ვაკანსიას, თბილისის ფილიალებისთვის:
- ღამის მოლარე-ოპერატორი
** განაკვეთი - სრული, ღამის ცვლა, 12 საათი (21:00-09:00), 3 ღამეში ერთხელ (თვეში 10-11 ღამე)
- სადღეღამისო მოლარე-ოპერატორი
** განაკვეთი - სრული, დღის და ღამის ცვლა
სამუშაოს აღწერილობა: სალარო და სალომბარდე საქმიანობა; ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება(ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური და სალომბარდე გადახდები და სხვ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბანკო სფეროში, საოპერაციო და სალომბარდე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა;
** პოზიციებზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
ბენეფიტები:
** ყოველთვიური სალომბარდე ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: career@intelexpress.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია „ღამის მოლარე-ოპერატორი“ ან „სადღეღამისო მოლარე-ოპერატორი“,წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები ვერ განიხილება.
მონაცემების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 26 მაისი.
ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!