• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორები
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/05/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ნანახია: 147 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი აცხადებს მოლარე-ოპერატორების ვაკანსიას, თბილისის ფილიალებისთვის:

  1.      ღამის მოლარე-ოპერატორი

** განაკვეთი - სრული, ღამის ცვლა, 12 საათი (21:00-09:00), 3 ღამეში ერთხელ (თვეში 10-11 ღამე)

 

  1.      სადღეღამისო მოლარე-ოპერატორი

** განაკვეთი - სრული, დღის და ღამის ცვლა

 

სამუშაოს აღწერილობა: სალარო და სალომბარდე საქმიანობა; ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება(ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური და სალომბარდე გადახდები და სხვ.)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო სფეროში, საოპერაციო და სალომბარდე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;

** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

** კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;

** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა;

** პოზიციებზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

 

ბენეფიტები:

** ყოველთვიური სალომბარდე ბონუსი

** ჯანმრთელობის დაზღვევა

 

შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: career@intelexpress.ge

 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია „ღამის მოლარე-ოპერატორი“ ან „სადღეღამისო მოლარე-ოპერატორი“,წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები ვერ განიხილება.

 

მონაცემების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 26 მაისი.


ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა