აღწერილობა
კერძო სკოლას ესაჭიროება დაცვის თანამშრომელი.
მოვალეობები
** სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი; ** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი; ** განსაკუთრებული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და კოორდინირება; ** მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შესვლისა და გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა; ** შენობაში უცხო პირთა შესვლის აღკვეთა; ** თანამშრომლებისა და სტუმრების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ** სასწავლო დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება; ** საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფ სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისთვის ხელშეწყობა.