• https://charte.ge/

ავტორი

შპს ჯორჯიანაირლინკ

tel: -------------
mail: vacancy@airlink.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: შპს ჯორჯიანაირლინკ
ბოლო ვადა: 2021/10/21
მდებარეობა: თბილისი
განათლება სტუდენტი
სამუშაოს ტიპი: არასრული
სამუშაო გრაფიკი ცვლები(სმენა)
ანაზღაურება: 400 - 450 ლარი
ასაკი: 20 - 35 წელი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
სქესი: მდედრობითი
ნანახია: 618 -ჯერ

Georgian AirLink-ი არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.

კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს.

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

კომპანია  აცხადებს ვაკანსიებს შემდეგი მიმართულებებით:

ქოლ-ცენტრის ოპერატორი:

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

  •          ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება;
  •          მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

მოთხოვნები:

  •          საოფისე კომპიუტერული პროგრამების(MS Word, MS Excel) საშუალო დონეზე ცოდნა;
  •          ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  •          რუსული და ინგლისურიენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად 

სამუშაო პირობები:

  •          გრაფიკი:10:00-დან 16:00-მდე და 16:00-დან 22:00-მდე;
  •          დასვენება:კვირაში 1 დღე;

 

სხვა მოთხოვნები:

  •          კომუნიკაბელურობა;
  •          პუნქტუალურობა;
  •          გუნდური მუშაობის უნარი;
  •          სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება : ანაზღაურება  განისაზღვრება კვალიფიკაციის  შესაბამისად: 400 ლარიდან   მზარდი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ

მისამართზე:  vacancy@airlink.ge

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა