დისტრიბუტორი |
დამსაქმებელი: |
სანდომი |
ბოლო ვადა: |
2021/03/26 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
651 -ჯერ |
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ საქართველოს მასშტაბით დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები: ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
ასაკი: 22-დან 35 წლამდე
მართვის მოწმობა (B კატეგორია)
1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუტორის თანამდებობაზე;
ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე
უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
პიროვნული მახასიათებლები:
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
შრომისმოყვარე
კომუნიკაბელური
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პირობები:
მდებარეობა: თბილისი, ს. ფონიჭალა
გრაფიკი: სრული დღე
დასვენება: კვირა
ხელფასი: ამოღებული თანხის % + ბონუსები
სამუშაო განაკვეთი: სრული
კვებით უზრუნველყოფა
რეგიონში სასტუმრო/საცხოვრებლით უზრუნველყოფა
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.