განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2021/03/23
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 71 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ საქართველოს მასშტაბით დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები: ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

 ასაკი: 22-დან 35 წლამდე
 მართვის მოწმობა (B კატეგორია)
 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუტორის თანამდებობაზე;
 ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე
 უძრავი ქონებით უზრუნველყოფა

პიროვნული მახასიათებლები:

 სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
 შრომისმოყვარე
 კომუნიკაბელური
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

 მდებარეობა: თბილისი, ს. ფონიჭალა
 გრაფიკი: სრული დღე
 დასვენება: კვირა
 ხელფასი: ამოღებული თანხის % + ბონუსები
 სამუშაო განაკვეთი: სრული
 კვებით უზრუნველყოფა
 რეგიონში სასტუმრო/საცხოვრებლით უზრუნველყოფა

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა