კომპანია „მისტერ მასტერი“ აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე. მდებარეობა : თბილისი თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას და მოთხოვნებს, გამოგვიზავნეთ CV / რეზიუმე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე. ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6
მოვალეობები
•უნივერსალური ხელოსნის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: წვრილმანი საყოფაცხოვრებო სამუშაოები: შუშის ჩასმა (ხე/მეტალოპლასტმასი/ალუმინის კარ-ფანჯარაზე); ავეჯის აწყობა (საწოლი/ტუმბო/მაგიდა); აბაზანის აქსესურების, სარკის მონტაჟი; ტელევიზორის მონტაჟი; ფარდის კარნიზის მონტაჟი; სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი; კარზე შვეიცარის/მზღუდავის მონტაჟი; ამსტრონგის ჭერის მონტაჟი/შეკეთება; კედლის გახვრეტა; სანტექნიკა: უნიტაზის/ნიჟარის/ონკანის /ვენტილის /დრეკადი მილების მონტაჟი; პლასტმასის მილების შედუღება; საშხაპე კაბინების აწყობა; აბაზანის მონტაჟი; ელ.ავზის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება ელექტრობა: ნათურის/დროსელის/ამომრთელის/ჭაღის/სანათი დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება; ჩამრთველის/როზეტის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება; ელ.ავტომატის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება; სენსორული განათების მონტაჟი ელ.სადენის მოჭიმვა ღია/დახურული გაყვანილობა; კარ-ფანჯარა: რკინის/ ხის/ მეტალოპლასტმასის/ ალუმინის კარზე საკეტის მონტაჟი; მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარ-ფანჯრის რეგულირება;
მოთხოვნები
•აუცილებელი მოთხოვნები: მართვის მოწმობის „B” - კატეგორია; საკუთარი ავტომობილის ქონა; გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში; ზოგადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა; მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება; გუნდური მუშაობის უნარი;თავაზიანობა, კოლეგიალურობა;