სტაჟირება ჯანდაცვის მენეჯმენტში |
დამსაქმებელი: |
პრემიუმ მედსერვისი |
ბოლო ვადა: |
2021/02/27 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
545 -ჯერ |
სამედიცინო ცენტრი „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს სტაჟირებას (ტრენინგი - გადამზადებით) ჯანდაცვის მენეჯმენტში.
ვისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი?
- მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული მომსახურების სტანდარტები და გახდეს ჯანდაცვის მენეჯერი.
- ვიწვევთ მომსახურების სფეროთი დაინტერესებულებს ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან!
ტრენინგი - გადამზადება, სტაჟირებით ხანგრძლივობა: 2 თვე
განსაკუთრებული მინიშნება: პროგრამის დასრულების შემდგომ საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებს შესაძლებელია კომპანიამ შესთავაზოს სტაბილური სამუშაო ამ მიმართულებით. გაიცემა დახასიათება-რეკომენდაცია.
მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტივი!
დასაქმების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შეისწავლოთ:
- ზოგადი ჯანდაცვის მენეჯმენტი
- მომსახურების სტანდარტები
- კომუნიკაცია და სერვის პლუსი
- კორპორატიული კულტურა
- პაციენტის ვიზიტის კოორდინაცია
- პაციენტის რეგისტრაციის პროცედურა
- პროცედურულ დოკუმენტაციასთან მუშაობა
- რთული სიტუაციების მართვა
- სადაზღვევო საქმე
- სამედიცინო მარკეტინგი
- ხარისხის კონტროლი
- ადამიანური რესურსის მართვა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: anna_skh@yahoo.com