• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2021/03/04
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 522 -ჯერ

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი

ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
  • ყოველდღიური ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავება;
  • კომპანიის შიდა საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
  • ბუღალტერიასთან დაკავშირებული  სამუშაოების შესრულება;
  • მთავარი ბუღალტრის მითითებების და დავალებების შესრულება

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბუღალტრად ან დამხმარე ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.
  • ბუღალტერიის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა; 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;


სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com

და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების

დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით,

შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების

დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა