• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: გიბლექ
კატეგორია: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2021/01/14
მდებარეობა: თბილისი
განათლება საშუალო განათლება
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ასაკი: 18 - 35 წელი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 525 -ჯერ

ონლაინ შოპინგ მოლი GoogleStore.ge აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების მენეჯრის პოზიციაზე“


კომპანიის მოკლე ბიოგრაფია
კომპანია დაარსდა 2017 წელს და მას შემდეგ ახდენს, ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე სწრაფი მიტანის სერვისით საქართველოს სრული გეოგრაფიული ზონის დაფარვის ფარგლებში.

2017 წელს კომპანიის დარსების დღიდან სთავაზობდა კომპანიებს კორპორატიულ შეთავაზებას, კერძოდ “CCTV სათვალთვალო კამერების სრული მონტაჟის სერვის“

2018 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და ასორტიმენტის კატეგორია, კომპანიამ გახსნა პირველი ონლაინ ტექნიკის მაღაზია, სთავაზობდა ფიზიკურ და არაფიზიკურ მომხმარებლებს ტექნიკას ონლაინ რეჟიმში, საუკეთსო ფასებითა და  მომსახურეობის მაღალი ხარისხით, ხარისხიანი პროდუქციით და სრული საქართველოს მასშტაბით მიტანის სერვისით. კომპანია ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებსა და კომპანიებს.

2019 წელს კომპანიამ დამატებით შეისყიდა კონკურენტი კომპანია ონლაინ სივრცეში და გაერთიანა ორივე კომპანია და ერთობლივად სთავაზობდა რიგ მომსახურეობებს.

2020 წლის დასასრულს კერძოდ კი 24 ნოემბერს კომპანიამ გადაწყვიტა აღნიშნული კომპანიები ბევრად მეტად განევითარა ონლაინ სივრცეში და ჩამოეყალიბებინა ბევრად ტექნოლოგიურ ასპექტში. სწორედ ასე დაარსდა ახალი პროექტი „GoogleStore.ge” და იგი წარმოადგენს არამხოლოდ ტექნიკის ონლაინ მაღაზიას არამედ, ტექნიკასთან ერთად შესთავაზებს ფიზიკურ და კორპორატიულ მომხმარებლებს შემდეგ კატეგორიებსაც: უსაფრთხოების სრული სისტემები, მოდის კატეგორია (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი), ბავშვის სრული კატეგორია, სამშენებლო სექცია (სამშენებლო ხელსაწყოები და ასე შემდეგ..), ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებები და ასე შემდგომ...

2021 წლის იანვრის დასასრულსა და თებერვლის დასაწყისში გაეშვება GoogleStore.ge !
2021 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება „GoogleStore.ge” ით.!

 

ვაკანსიის დეტალები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: პროცენტული ხელფასი + 3 სხვადასხვა ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები

a)       მომხმარებლის მომსახურეობაზე დროული რეაგირება (სატელეფონო ზარი (ქოლცენტრი) თუ წერილობითი კომუნიკაცია)

b)      სოციალურ ქსელებში, ონლაინ ჩატებში და სხვა კომუნიკაციის ცენტრებში მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეაგირება და მონიტორინგი;

c)       არსებული პროდუქტის ცოდნა და ანალიზი;

d)      პროგრამაში შეკვეთების ასახვა, მათი მონიტორინგი, რეკომენდაციების გაცემა და დახმარების გაწევა;

e)      ონლაინ განვადებით შეძენილი პროდუქტების სრული მონიტორინგი;

f)        საგარანტიო ტალონების შევსება და გაცემა, იქნება ეს ელექტრონული თუ ფიზიკური;

g)       პროდუქტის რეალიზაციამდე მარაგების კონტროლი;

h)      რეალიზებული პროდუქტების ლოჯისტიკური მონიტორინგი;

i)        მარკეტინგის,შესყიდვების დეპარტამენთან მუდმივი კონტაქტი აქციების,ფასების და პროდუქციის შესახებ;

j)        არსებული ბაზრის მონიტორინგი;

k)       გაყიდვებზე, გაყიდვების ამაღლებაზე ზრუნვა და ანალიზი;

l)        ახალი იდეებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით სტრატეგიის შემუშავება;

სამუშაო მოთხოვნები

  •   მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროსა და პოზიციაზე;
  •   მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფიზიკურ და კორპორატიულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  •   უპირატესობა მიენიჭება მსგავს ონლაინ სფეროში (პლატფორმასთან) მუშაობის გამოცდილება;
  •   კომპიუტერულ გამოყენების დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
  •   აუცილებელია ტექნიკის სპეციფიკაციებში გარკვეული ცოდნა;
  •   აუცილებელია FacebookInbox (Messenger) ის იდეალურ დონეზე ცოდნა და გამოყენება;
  •   კომპიუტერული პროგრამების: (Word, Excel) ის ცოდნა;
  •   ელ-ფოსტებთან მუშაობის გამოცდილება;

გთხოვთ გაითვალისწინოთ: აუცილებელია „სამუშაო მოთხოვნების“ ყველა ფუნქტის დაკმაყოფილება!


პიროვნული თვისებები

ü  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ü  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ü  გუნდური მუშაობის უნარი;

ü  რთულ გარემოებებში ადაპტირება, გამოსავლის ხედვის უნარი;

ü  სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ü  მეგობრული;

ü  თავაზიანი;

ü  ერთგული;

ü  შრომისმოყვარე;

ü  კომუნიკაბელური;

ü  პროდუქტიული;

ü  თავდაჯერებული;

ü  არაკონფლიქტური;

ü  შემოქმედებითი აზროვნება;

ü  პიროვნული რეალიზების უნარი;

ü  გამართულად წერის უნარი (ასოების ყლაპვის გარეშე);

გთხოვთ გაითვალისწინოთ: აუცილებელია „პიროვნული თვისებების“ ყველა ფუნქტის დაკმაყოფილება!

ჩვენი კომპანია გთავაზობთ

v  მეგობრულ გარემოსა და გუნდს;

v  ნამდვილ კარიერულ წინსვლას;

v  კვირაში ერთხელ უფასო „ტრენინგ კურსებს“ (კომპანიის სერვისებთან დაკავშირებით);

v  მსოფლიო ბრენდების მიერ ჩატარებულ „ტრენინგებზე“  გარანტირებულ დასწრებას/სწავლებას;

v  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ და სრულიად მოწესრიგებულ გარემოს;

v  პროცენტულ ხელფას რომელიც ამავე სფეროში კონკურენტული პროცენტული მაღალი მაჩვენებელია;

v  ხელფასის 3ტიპის ბონუსურ სისტემას;

v  დაჯილდოვებას ფულადი პრიზით, დამატებითი ბონუსით ან შესაბამისი პროდუქციით;

v  პროგრამულ უზრუნველყოფას, სისტემის გამართულ მუშაობას;

v  პირადი IT მომსახურეობას, რომელიც უზრუნველყოფს პირადი კომპიუტერის გამართულ მუშაობას;

v  6თვიანი სამუშაო პერიოდის შემდგომ, ჯანმრთელობის დაზღვევას;

v  6თვიანი სამუშაო პერიოდის შემდგომ, ტაქსის სერვისით უფასო სარგებლობას თვეში: 4ჯერ;

v  2 წლიანი სამუშაო პერიოდის შემდგომ, „ფიტნეს და აუზით“ უფასო სარგებლობას;

ვაკანტურობის კანდიდატის დაინტერესების შემთხვევაში,
გთხოვთ თქვენი CV(რეზიუმე) ფოტოსურათთან ერთად მოგვაწოდეთ მხოლოდ ელ-ფოსტაზე!

ელ-ფოსტა: hr@googlestore.ge

გთხოვთ სათაურის ველში (Subject)ში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევში, მიღებული რეზიუმე არ მიიღება და არ განიხილება, იგი ავტომატურად წაიშლება.!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა