• https://charte.ge/

ავტორი

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი

mail: natia@osgf.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები CEU-ში
დამსაქმებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2021/02/01
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 1671 -ჯერ

"ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" (CEU) აცხადებს მიღებას 2021-2022 აკადემიური წლისათვის.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მაქსიმუმ 5 პროგრამა 50 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამიდან (15 სხვადასხვა აკადემიური სფეროდან) და დაიწყეთ თქვენი განაცხადის შევსება დღესვე. ️

რატომ CEU:

იმიტომ , რომ იგი გვთავაზობს:

** აკადემიურად წარმატებულ მსოფლიო რანგის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, აკრედიტებულებს აშშ-ში, ავსტრიასა და უნგრეთში
** თანამდეროვე ახალგაზრდებისათვის შექმნილ აშშ-სა და ავსტრიაში აკრედიტირებულ 3 ახალ, ნოვატორულ საბაკალავრო პროგრამას (შეგიძლიათ განაცხადის ერთდროულად 3-იმე პროგრამაზე გაგზავნა)
** მსოფლიო კლასის მკვლევართა და პროფესორ-მასწავლებელთა მუდმივ ყურადღებასა და მხარდაჭერას
აკადემიურ თავისუფლებასა და ღია დებატებისათვის მზაობას.
** სტუდენტებისა და ფაკულტეტების თანაფარდობას 7: 1
** გულუხვ ფინანსურ დახმარებას: სტუდენტების 82% მიიღებს სხვადასხვა სახის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებასა და სტიპენდიას.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი:

პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ და შეავსოთ მოთხოვნის ფორმა - My CEU Enquiry.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე: http://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=PROS&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ამ ბმულზე: http://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=BA&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

ყველა ონლაინ განაცხადი უნდა იყოს შევსებული სრულად, შესაბამისი მოთხოვნილი საბუთებითა და სტანდარტული ტესტის ქულებით (TOEFL, IELTS, GRE, SAT და ა.შ.)

განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო ( მიუხედავად იმისა ერთ პროგრამაზე აგზავნით, სამზე თუ ხუთზე).

როდის არის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა:

2021 წლის 1 თებერვალი - განაცხადების გაგზავნის პრიორიტეტული ვადა მათთვის, ვისაც ფინანსური დახმარების მოპოვება სურს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის საგანაცხადო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადებია:

** 2021 წლის 12 აპრილი - საბაკალავრო პროგრამებზე
** 2021 წლის 15 მარტი - სამაგისტრო პროგრამებზე.

განაცხადი MUNDUS MAPP და MESPOM პროგრამებზე მოგვიანებით გაიხსნება.

გაქვთ კითხვები?

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს: www.ceu.edu ან მოგვწერეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის FB გვერდებზე:

Center for International Education - Tbilisi: https://www.facebook.com/Center-for-International-Education-Tbilisi-167255273381922

ან Access CEU - Georgia Page: https://www.facebook.com/Access-CEU-Georgia-Page-709727882488218

ასევე შეგიძლიათ მიწეროთ "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის" კოორდინატორს საქართველოში, ქ-ნ ნათია ნანავას: natia@osgf.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა