კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
Vestel |
ბოლო ვადა: |
2020/11/21 |
ნანახია: |
380 -ჯერ |
კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციებზე ქ. თბილისში მდებარე ფილიალისთვის.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღიანი სამუშაო კვირა)
სტაჟირება: 2 კვირა
ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა;
** პროდუქციის სტენდებზე განთავსება;
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიების მენეჯერის სამსახურეობრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკის მაღაზიაში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ან/და რუსული);
პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარის მქონე, კომუნიკაბელური;
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** მოწესრიგებული;
რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: olga.matveeva@mateks.ge, თქვენი ელ. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - VESTEL კონსულტანტი.