სათავგადასავლო, შემეცნებითი და სამთო პროგრამების კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი |
ბოლო ვადა: |
2020/11/15 |
მდებარეობა: |
რუსთავი
|
ნანახია: |
282 -ჯერ |
რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი -ISCR აცხადებს ვაკანსიას სათავგადასავლო, შემეცნებითი და სამთო პროგრამების კონსულტანტის პოზიციაზე.
კონსულტანტების რაოდენობა: სულ 2 ვაკანტური პოზიცია.
სამუშაო დროის განაკვეთი: სრული სამუშაო კვირა
სამუშაო საათები: 10.00-19.00, უშუალო დაქვემდებარებაშია: ცენტრის დირექტორთან
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით
პასუხისმგებლობის სფერო:
** სათავგადასავლო და შემეცნებითი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება
** საველე/სამთო (სპორტული ლაშქრობა, საველე ბანაკი, სასიმაღლო ასვლები სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით) ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
** შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა თოკებზე მუშაობის თავისებურებების გათვალისწინებით (თოკებით მოძრაობების, ჩაბმების, კვანძების გამოყენებით).
** პირველადი სამედიცინო დახმარების შემეცნებითი ღონისძიების დაგეგმვა.
** საქართველოში არსებულ საფრთხეებზე შემეცნებით/საგანმანათლებო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (ცხოველები, ქვეწარმავლები, მწერები, ალერგიული მცენარეები და სხვა)
** რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის საბავშვო და ახალგაზრდული პროგრამების თანამშრომლებთან ერთად პროგრამული პრიორიტეტების დაგეგმვა და განხორციელება.
** ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს შექმნა
** სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან კომუნიკაცია, სამიზნე ჯგუფების მობილიზება და ინფორმირება.
** ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საქმეების წარმოება;
** საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა ცენტრის ცნობადობის გაზრდის და თვითგანვითარების მიზნით.
სამუშაო ადგილი: ქალაქი რუსთავი, "რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი". თბილისში და საქართველოს რეგიონებში (ლაგოდეხის და დუშეთის რაიონი) სამუშაო შეხვედრებში და ტრენინგებში მონაწილეობა. საერთაშორისო პროექტებში/გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.
კანდიდატები ვაკანსიაზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება; გამონაკლისის სახით ასევე განიხილება საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურა;
** ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება (მათ შორის მოხალისედ მუშაობის პერიოდი) ოფისში და ოფისის გარეთ.
** პირველადი სამედიცინო დახმარების, თოკებზე მუშაობის, სამთო აღჭურვილობის, მთის მდინარეების, ტყის რელიეფის, და ფაუნის ცოდნა
** ტაქტიკური/ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა (კავშირი, კომპასი, ტოპოგრაფია)
** კარგი ორგანიზაციული, დროის მართვის და პრობლემის გადაჭრის უნარჩვევები.
** კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარჩვევები, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ტრეინინგ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
** სასურველია ახალგაზრდულ პროექტებში და ტრეინინგ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა.
გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: datometreveli@yahoo.com 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. "Subject"-ში უნდა მიუთითოთ "ვაკანსია"
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ, მობ: 599 947419
რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
საქართველო, რუსთავი, ბალანჩივაძის ქ. 9 / 3700 / T: +995 341 25 55 02
ვებ: http://www.iscr.ge
ელფოსტა: datometreveli@yahoo.com | info@iscr.ge