• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროგრამისტი-ბათუმი
დამსაქმებელი: ჯეო ტრონი
ბოლო ვადა: 2020/10/25
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 241 -ჯერ

კომპანია "ჯეო ტრონი" 15 წელზე მეტია წარმატებით ემსახურება 100-მდე ბიზნესს. კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა კომპიუტერული სერვისების მიწოდებას ბიზნესის გამართული მუშაობისთვის.

გვესაჭიროება პროგრამისტი!

თუ შენ ხარ დაინტერესებული პირი, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებულ სამსახურს ეძებს და რომელსაც შეუძლია ქვემოთ მოცემული სერვისების გაწევა, მაშინ ეს სამსახური შენთვისაა!
იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი შედგეს, გვესაჭიროება რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია ჩვენი გუნდურობის და თანამშრომლობისთვის:

პროგრამისტს უნდა ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

** პუნქტუალური; (სამსახურში დროული გამოცხადება და ყველა შესაბამისი მოვალეობის დროული უზრუნველყოფა)
** კომუნიკაბელური; (კლიენტებთან და თანამშრომლებთან ადეკვატური გზით დამყარებული კომუნიკაციის უნარი)
** პასუხისმგებლიანი; (დაკისრებული მოვალეობის პროფესიულად და დროულად შესრულება; დაშვებული შეცდომის აღიარების უნარი)
** სამართლიანი; (კლიენტებთან გაწეული მომსახურების სამართლიანად შესრულება)

პროგრამისტის მთავარი მოვალეობა:

** Windows-ის ინსტალაცია;
** პროგრამის ჩაწერა;
** წაშლილი/დაკარგული ინფორმაციის აღდგენა;
** კარტრიჯის შეკეთება/შევსება;
** პრინტერის შეკეთება/შევსება;
** დამატებითი პროგრამების ინსტალაცია;
** შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. WI-FI კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი;
** ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;

მისამართი: ბათუმი, ჭავჭავაძის 69
https://geotron.business.site
ელ. ფოსტა: geotronservice@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა