ბუღალტერი |
დამსაქმებელი: |
G&A GROUP |
კატეგორია: |
ბუღალტერია/ფინანსები,
|
ბოლო ვადა: |
2020/10/28 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
459 -ჯერ |
შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ბრენდის ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო მიწოდების და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი შეკვეთების მიხედვით;
** ადგილობრივი და იმპორტული პროდუქციის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** საბანკო და სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
** ფულის ნაშთის კონტროლი
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** მარაგების ნაშთის კონტროლი
** საწვავის გახარჯვის რეპორტების მომზადება
** წარმოებული პროდუქტის პროგრამულად წარმოება და ნაშთებზე დასმა.
** ხელმძღვანელი მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პრაქტიკული ცოდნა.
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1 C ERP-ის და ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.