მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი |
დამსაქმებელი: |
სილქ როუდ ბანკი |
კატეგორია: |
საბანკო,
|
ბოლო ვადა: |
2020/10/25 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გამოცდილება |
2 წელი
|
ენები |
ინგლისური რუსული |
ნანახია: |
364 -ჯერ |
სს „სილქ როუდ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცრის პოზიციაზე საკრედიტო დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქციები:
- ბიზნეს კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
- პროექტების მომზადება, საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად;
- საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა;
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
კომპეტენციები / პიროვნული უნარები:
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- გაყიდვების უნარი მოწესრიგებულობა,, ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
- გაყიდვების უნარები;
- ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;
- მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს „სილქ როუდ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ როუდ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი 2020 წ.