• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი
დამსაქმებელი: სილქ როუდ ბანკი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2020/10/25
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 363 -ჯერ

სს „სილქ როუდ ბანკი“  აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცრის პოზიციაზე საკრედიტო  დეპარტამენტში. 

 

ძირითადი ფუნქციები: 

  • ბიზნეს კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; 
  • სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება; 
  • პროექტების მომზადება, საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად; 
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა; 
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი; 
  • გაყიდვების გეგმის შესრულება; 
  •  სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. 

 

კომპეტენციები / პიროვნული უნარები: 

  •  გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი; 
  • გაყიდვების უნარი მოწესრიგებულობა,, ორგანიზებულობა;  
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი;  
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული 
  • კომუნიკაბელურობა, გუნდურობა. 

 

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:   

  • საბანკო-საფინანსო სექტორში SME მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით); 
  • გაყიდვების უნარები; 
  • ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;  
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი; 
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა; 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ქართულ ენაზე  ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge;   

წერილის სათაურში (subject)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ,  სს „სილქ როუდ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ როუდ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი 2020 წ.  

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა