• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში-ბათუმი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2020/11/11
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 333 -ჯერ

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში ქ. ბათუმში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", "Liebherr" და "Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მენეჯერებისა და გაყიდვების სპეციალისტების ხელშეწყობა, გაყიდვების განხორციელებისა და საოპერაციო საქმიანობის პერიოდში;
** სამშენებლო პროდუქციის, გაყიდვების ტექნიკის შესწავლა;
** მომხმარებლის მომსახურება, გაყიდვის განხორციელება გაყიდვების მენეჯერის უშუალო ზედამხედველობით;
** გაყიდვების ხელშეწყობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, მომხმარებლის მოძიება და გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა