• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი
დამსაქმებელი: 1M
ბოლო ვადა: 2020/10/25
ნანახია: 307 -ჯერ

სამედიცინო კომპანია "1M" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

"1M" ახორციელებს სამედიცინო სახარჯი მასალის, აპარატურის, აღჭურვილობის და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 11:00-16:00.
ანაზღაურება: 600 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა და მანქანის დატვირთვა;
** საწყობის ნაშთების კონტროლი
** ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება.
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.
** პერიოდულად რეგიონებში ვიზიტი.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@1medical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "დისტრიბუტორი".

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა