სერვისის კონსულტანტი/ქრიუ-არგვეთა |
დამსაქმებელი: |
Wendy's Georgia |
ბოლო ვადა: |
2020/10/17 |
ნანახია: |
231 -ჯერ |
დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "ვენდი`ს" განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!
საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "ვენდი`ს" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
მეტი ინფორმაცია "ვენდი`ს" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge
ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ქრიუ) - არგვეთა (სოფ. არგვეთა, ცენტრალური ავტომაგისტრალი, თერჯოლის გადასახვევთან)
რატომ უნდა გახდე "ვენდი`ს" გუნდის წევრი?
** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმარებელთან ურთიერთობაში
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და ერთად - ვგულისხმობთ შენთან ერთად.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 60%-მდე ფასდაკლება კვებაზე
** სტაბილურ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.
ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@wendys.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი, 2020 წ.