• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული
დამსაქმებელი: სნოუ პლაზა
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2014/10/11
მდებარეობა: თბილისი
ასაკი: 28 - მდე
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 488 -ჯერ
სასტუმრო ‘’სნოუ პლაზა’’ ბაკურიანში, აცხადებს ვაკანსიას მზარეულის  პოზიციაზე.
 
მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე  სასტუმროს ბიზნესში
  • შვედური მაგიდის მომზადება
  • ცხელი და ცივი კერძების მომზადება
  • საკვები და სასმელი პროდუქტების უმაღლეს დონეზე ცოდნა
  • ევროპული, ქართული და კავკასიური სამზარეულოს კერძების ცოდნა.
  • კრეატიულობა როგორც კერძის შექმის ასევე მისი გაფორმების კუთხით
  • ორგანიზატორული ნიჭი
  • ლიდერობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს შემადგენლობაზე (კალკულაციები)
  • ასაკი: მინიმუმ 28 წლის
  • სქესი არ არის შეზღუდული
ძირითადი მოვალეობები: 
  • უზრუნველყოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების სწორად გაწერა და შესრულება
  • უზრუნველყოს მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომელთა დატრენინგება თავიანთი საქმიანობის ყველა ასპექტში, იმისათვის რომ შეძლონ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა.
  • გაუწიოს ზედამხედველობა და კორრდინირება მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.
  • მოამზადოს ყველა სახის კერძი გაწერილი მენიუს მიხედვით.
  • იმუშაოს გუნდთან ერთად რათა გააუმჯობესოს კერძების ხარისხი, თანამშრომლებისა და სტუმრების კმაყოფილება.
  • უზრუნველყოს სამზარეულოს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში წესებითურთ გააცნოს საკუთარ დაქვემდებარებულებს
 
სასტუმრო უზრუნველყოფს საცხოვრებელ პირობებს და კვებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათთან ერთად ელ.ფოსტაზე
სათაურის ზოლში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასტუმრო მდებარეობს დ. ბაკურიანში.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა