• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აფთიაქების ინტერიერის დიზაინერი
დამსაქმებელი: ავერსი ფარმა
ბოლო ვადა: 2020/08/14
ნანახია: 243 -ჯერ

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქების ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აფთიაქის ინტერიერის დიზაინი
** ავეჯის დიზაინი
** სარეკლამო სივრცის დაგეგმარება
** მასალების სელექცია და დიზაინი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის/დიზაინის ან ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ინტერიერისა დიზაინში;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ( ArchiCAD ან AutoCAD, Adobe Photoshop, Corel Draw ან Adobe Illustrator, Adobe InDesign)
** პროგრამა 3D Max-ის ცოდნა
** კრეატულობა; ინიციატივიანობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 14.08.2020 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა