• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო წარმომადგენელი
დამსაქმებელი: ახალი ხედვა
ბოლო ვადა: 2020/08/27
ნანახია: 277 -ჯერ

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებებში;
** კომპანიის პროდუქციის სრულყოფილად შესწავლა;
** ყოველკვირეული, ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმარება;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება - ორგანიზება ჩატარება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო კუთხით უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლად (სახარჯი მასალების, მედიკამენტების ან სამედიცინო აპარატურის გაყიდვების სფეროში) ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** საკუთარი ავტომობილი სასურველია
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი; პრეზენტაციის უნარი.
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება "სამედიცინო წარმომადგენელი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა