• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო მონოგრაფი

mail: vacancy@monographtbilisi.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ბუღალტერი
დამსაქმებელი: სასტუმრო მონოგრაფი
ბოლო ვადა: 2020/08/22
ნანახია: 277 -ჯერ

სასტურო "მონოგრაფი თავისუფლების მოედანი"აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** მთავარი ბუღალტრის 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სარესტორნო სფეროში) ;
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: vacancy@monographtbilisi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა