მთავარი ბუღალტერი |
დამსაქმებელი: |
სასტუმრო მონოგრაფი |
ბოლო ვადა: |
2020/08/22 |
ნანახია: |
281 -ჯერ |
სასტურო "მონოგრაფი თავისუფლების მოედანი"აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
მოთხოვნები:
** მთავარი ბუღალტრის 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სარესტორნო სფეროში) ;
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: vacancy@monographtbilisi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.