• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ალგანი
ბოლო ვადა: 2020/08/20
ნანახია: 297 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, პირადი საქმეების ადმინისტრირება;
** თანამშრომლის პროგრამულად დანიშვნა და მისი სამუშაო ბარათის მართვა (დანიშვნა/გათავისუფლება, დაზღვევა, სარეზერვო სიების მართვა-კონტროლი);
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების ადმინისტრირება (ხელფასის ცვლილება, ბონუსი, პრემია);
** თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ყოველთვიური რეპორტის წარმოება;
** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა რეპორტის მომზადება HR პროგრამის საშუალებით;
** HR დოკუმენტაციის მართვა;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების განხრით;
** სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** სავალდებულოა მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 სთ, შაბათს 10:00 - 14:00 სთ.
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა