• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/14
ნანახია: 325 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

გორგია” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
  • ხელოსნებისთვის პროდუქციის შეთავაზება და მის რეალიზაციაზე ზრუნვა;
  • ბაზარზე კონკურენტების კვლევა;
  • ხელოსნების მოძიება და მათი ბაზის წარმოება;
  • რეპორტინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო  გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კარგი კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.

 

 

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  • გამოგვიგზავნეთ  CV მეილზე: recruit@gorgia.ge  (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
  • შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  • მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  • შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა