გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
გორგია |
ბოლო ვადა: |
2020/08/14 |
ნანახია: |
329 -ჯერ |
“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
“გორგია” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
- ხელოსნებისთვის პროდუქციის შეთავაზება და მის რეალიზაციაზე ზრუნვა;
- ბაზარზე კონკურენტების კვლევა;
- ხელოსნების მოძიება და მათი ბაზის წარმოება;
- რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
- სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კარგი კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
- გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
გისურვებთ წარმატებებს!