• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: გოა კრედიტი
ბოლო ვადა: 2020/08/14
ნანახია: 332 -ჯერ

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** ვებ გვერდიდან შემოსულ შეტყობინებებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის პროდუქტების და მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია სასაუბრო დონეზე; ინგლისური - სასურველი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@goacredit.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი გასაუბრებაზე.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა