ფინანსური ანალიტიკოსი |
დამსაქმებელი: |
ფუდსერვისი |
ბოლო ვადა: |
2020/08/09 |
ნანახია: |
301 -ჯერ |
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - Danone-ს , Sadia-ს და ასევე საკუთარი ბრენდის - Supremo-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, დასვენება: შაბათი-კვირა.
მოვალეობა-ვალდებულებანი:
** სხვადასხვა სახის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ბიუჯეტირებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვა/კონტროლი
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის და შესაბამისი გარე სტრუქტურებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური განხრით)
** აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ძირითადი ბუღალტრული გატარებების და პრინციპების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება,
** შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gfs.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.