1C პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი-თბილისი |
დამსაქმებელი: |
გორგია |
ბოლო ვადა: |
2020/08/09 |
ნანახია: |
290 -ჯერ |
“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
“გორგია” აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ERP პროგრამასთან მუშაობა;
- პროგრამასთან მომუშავე განყოფილებებთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
- პროგრამასთან დაკავშირებით განყოფილებებიდან შემოსული მოთხოვნების გაანალიზება და მართვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- შესრულებული სამუშაოების და შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაციის (ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი) წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
- 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება - 1C ERP2.0 -ის მიმართულებით;
- MS Excel, პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
- სასურველია 1C პროგრამირების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, HR დეპარტამენტში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
გისურვებთ წარმატებებს!