• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2020/08/07
ნანახია: 323 -ჯერ

ფინანსური ბიურო საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.

კომპანია ამ დროისთვის სრულად არის გადასული დისტანციურ მუშაობაზე და როგორც სამუშაო პროცესი, ასევე, რეკრუტინგის ყველა ეტაპი ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება.

ფინანსური ბიურო აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხის მართვის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.

აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატს ჰქონდეს შესაძლებლობა იმუშაოს დისტანციურად;
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ვადაგადაცილებული სესხის მართვის ოფიცერი - თბილისში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა