ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი - კახეთი |
დამსაქმებელი: |
ფინანსური ბიურო |
ბოლო ვადა: |
2020/08/01 |
ნანახია: |
305 -ჯერ |
ფინანსური ბიურო საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.
ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.
ფინანსური ბიურო აცხადებს ვაკანსიას „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის“ პოზიციაზე თელავში, ლაგოდეხში და გურჯაანში;
სამუშაოს აღწერა:
- დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
- პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
- კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;
- ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).
კომპეტენციები და უნარები:
- მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო საათები ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი და თქვენი რეგიონი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.