• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ექსპედიტორი - რეზერვი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/07/15
ნანახია: 314 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "Danone"-ს, "Sadia"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი ექსპედიტორის ("დასტავკა") პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის 40
ანაზღაურება: 450 ლარი (ხელზე)

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა