ადმინისტრაციული ასისტენტი |
დამსაქმებელი: |
ალგანი |
ბოლო ვადა: |
2020/07/23 |
ნანახია: |
409 -ჯერ |
დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 6000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე.
დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1900-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** კომპანიის სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან ყოველდღიურად ზარების განხორციელება და არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემურ კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ქოლ ცენტრში ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათი, შაბათს 10:00 - 14:00 საათი.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.