• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დამხმარე ბუღალტერი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2020/07/20
ნანახია: 324 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

პოზიცია: დამხმარე ბუღალტერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სასაუბრო, წერილობით);
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** გაწეული ხარჯების აღრიცხვა;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 20 ივლისამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა