• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორი/კონსულტანტი-ქუთაისი
დამსაქმებელი: მწვანე მარკეტი
ბოლო ვადა: 2020/07/22
ნანახია: 250 -ჯერ

"მწვანე მარკეტი" (ქუთაისი, წერეთლის 2, ქარვასლას მიმდებარე ტერიტორია) აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე ქუთაისში:

1. მოლარე-ოპერატორი

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი.

2. კონსულტანტი

მოვალეობები:

** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტო ელ.ფოსტაზე: mtsvanemarketi@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა