• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2020/06/30
ნანახია: 304 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის #4
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ფუნქციები:

** არაკომერციულ საწყობში მიღებული და გაცემული პროდუქციის აღრიცხვა, პროგრამაში ასახვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის დროული გაცემის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დასაწყობების პროცესებში მონაწილეობა;
** პროგრამაში ნაშთების კონტროლი და შესაბამისი შეკვეთების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ლოგიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2020 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა