• https://charte.ge/

ავტორი

Litten Tree

tel: (+995) 592 15 19 19 (+995) 574 07 00 11

ყველა ვაკანსია ( 1 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავეჯის ხელოსანი
დამსაქმებელი: Litten Tree
ბოლო ვადა: 2021/09/30
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 2000 - 2500 ლარი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 5551 -ჯერ

თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree გამოცდილ კადს ვეძებთ.

 

 

ჩვენი მოთხოვნები ასეთია: 

  • უნდა იყო 20-დან 50 წლამდე ასაკის.
  • გქონდეს ავეჯის წარმოებაში მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უნდა შეგეძლოს MDF-ისა და ლამინატის მასალებზე მუშაობა;
  • სასურველია თუ ავტომობილის მართვის მოწმობაც გექნება.

 

შენს მოვალოებებში შევა:

  • ავეჯის დამზადება;
  • ავეჯის დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მიღება
  • საჭიროების შემთხვევაში სარეალიზაციო საქონლის დაფასოება/შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება;

 

ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები:

  • კრეატიული;
  • გექნება შემოქმედებითი აზროვნება;
  • ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
  • გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი ძლიერი მხარეები იქნება.

 

ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:

  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული გუნდი;
  • სტაბილური ანაზღაურება;
  • პროფესიონალური დამოკიდებულება;
  • საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა.

 

 

ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, საშუალოდ 2000-დან 2500 ლარამდე.

 

თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: 574 07 00 11 ;  592 15 19 19

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა