• https://charte.ge/

ავტორი

აი დი ეს ბორჯომი თბილისი

mail: tbs.work@ids-borjomi.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
ბოლო ვადა: 2020/08/28
ნანახია: 4719 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "შპს აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
** ეხმარება ექსპედიტორს პროდუქციის გადმოტვირთვაში ;
** აკონტროლებს საწვავის მარაგს და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს ავტომობილს საწვავით - მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრულ ავტოგასამართ სადგურებში;
** მუდმივად აკონტროლებს რამდენად გამართულ მდგომარეობაშია ა/ს საშუალება. ახდენს პირველად დიაგნოსტირებას, რაიმე დაზიანების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ ატყობინებს ტრანსპორტის სპეციალისტს ან სატრანსპორტო განყოფილების ხელმძღვანელს და ავსებს შესაბამის ფორმას.
** სამუშაოს დასრულებისას მოჰყავს ავტომობილი ფარეხში.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორია აუცილებელია
** სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე tbs.work@ids-borjomi.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა