1C ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
SPAR Georgia |
ბოლო ვადა: |
2020/06/15 |
ნანახია: |
408 -ჯერ |
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს წარმოების 1C ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. ჩანტლაძის 40
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** დამზადებული პროდუქციის განაწილება სავაჭრო ობიექტებზე;
** შეკვეთების პროგრამული ასახვა;
** ზედნადებების დაბეჭდვა და პროდუქციასთნ ერთად დისტრიბუციისთვის გადაცემა;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 1C პროგრამის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება,
** Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2020 წლის 15 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "1C ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.