• https://charte.ge/

ავტორი

ჯეორჯიან პროდაქტს

mail: hr@geopro.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: ჯეორჯიან პროდაქტს
ბოლო ვადა: 2020/06/15
ნანახია: 434 -ჯერ

კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიული ავეჯის საწარმოს სამონტაჟო განყოფილების ხელმძღვანელის და ხის საამქროს ხელმძღვანელის პოზიციაზე

უშუალო დაქვემდებარებულები: წარმოების მუშები, დაზგის ოპერატორი, ჯგუფის ხელმძღვანელები
მიზანი: წარმოების პროცესების ოპტიმიზაცია და საწარმოს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავეჯის წარმოების სფეროში, წამყვან პოზიციაზე
** აუცილებელია წარმოების ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილების გამოცდილება
** მნიშვნელოვანია თანამშრომლების მართვის გამოცდილება.

მოვალეობები:

** წარმოების გრაფიკის და ყოველდღიური პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება
** წარმოების პროცესების სწორად წარმართვა, შესრულების ზედამხედველობა და პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში, საწარმოო პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით დამტკიცებული პროცესების / პროცედურების გაუმჯობესებული, არგუმენტირებული ვერსიის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის. დამტკიცებული ვერსიის მიხედვით პროცესების / პროცედურების იმპლემენტაცია და შესრულების მონიტორინგი
** წარმოების წარმადობის, ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
** საჭიროების შემთხვევაში, წარმოების გრაფიკების გადახედვა და ხელახალი მოლაპარაკებების წარმოება
** წარმოების პროცესისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა / ორგანიზება
** დაქვემდებარებულების მუშაობის პროცესის ზედამხედველობა
** დაქვემდებარებულების მართვა და ფუნქცია-მოვალეობების შესრულების კონტროლი
** დაქვემდებარებულების უსაფრთხოებასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა
** დაქვემდებარებულებისათვის სამუშაო პირობების შექმნა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებულების მიერ შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება დაქვემდებარებული ერთეულებისთვის.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00.
სამუშაო ადგილი: სამგორის რაიონი, გ.ნადარეიშვილის 66.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: hr@geopro.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა