• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი - რეზერვი-ბათუმი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/05/25
ნანახია: 364 -ჯერ

კომპანია "ფუდსერვისი" საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ას და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი პრისელერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 მაისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა