• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოძრავი ანგარიშების მენეჯერი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
ბოლო ვადა: 2020/04/25
ნანახია: 343 -ჯერ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მოძრავი ანგარიშების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოძრავი ანგარიშების მენეჯერი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად ანგარიშების მენეჯერებს თბილისსა თუ რეგიონებში.

ძირითადი ფუნქციები:

** ფიზიკური და იურიდიული პირების უნივერსალური მომსახურება
** მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შერჩევა, დეტალური ინფორმაციის მიწოდება და რეალიზება
** საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტების აქტიური გაყიდვები
** ანგარიშების და დეპოზიტების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება, სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურება
** კლიენტების ინფორმირება ბანკის დისტანციურ არხების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (მოლარე-ოპერატორის, ოპერატორის, გაყიდვების კონსულტანტის ან აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციებზე)
** რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office)
** საბანკო პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** გაყიდვების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა