• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის მიმღები ოპერატორი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/04/20
ნანახია: 318 -ჯერ

კომპანია ფუდსერვისი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.

კომპანია შპს "ფუდსერვისი" ხილ-ბოსტნის საწყობში აცხადებს ვაკანსიას საწყობში მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევი
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 600 ლარი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
** შემოსავლის და გასავლის დოკუმენტაციის წარმოება;
** საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა;
** ნაშთების კონტროლი,
** მის დაქვემდებარებაში მყოფი მუშების გამართული საქმიანობის კონტროლი .
** ყოველთვიური ანგარიშების წარმოება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აპრილი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა