• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT ტექნიკოსი
დამსაქმებელი: გეფა
ბოლო ვადა: 2020/04/23
ნანახია: 337 -ჯერ

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე - ანაზღაურებადი;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის;
** სააფთიაქო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც აითი საკითხებში, ასევე სამეურნეო/ტექნიკურ საკითხში;
** ფილიალების დისტანციურ რეჟიმში სატელეფონი ტექნიკური მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
** ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** ქსელის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
** ტექნიკური/სამეურნეო საკითხებში პრობლემის მოგვარება.
** ელექტრო სისტემების ზოგადი მუშაობის პრინციპი.

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** მართვის მოწმობა;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა